1. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ელექტრონულად ინახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
2. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და ამ პროცედურის მე-60 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემები მონაცემთა ბაზაში ინახება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 10 წლის ვადით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემები ავტომატურად იშლება, ხოლო მატერიალური ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობა