1. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და მისი თანმდევი მონაცემები ამ პროცედურის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება, თუ:
ა) პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) პირი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და მისი თანმდევი მონაცემები ნადგურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაშ