1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ თითების ან ხელისგულების დაზიანების ან სხვა ობიექტური საფუძვლით თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი მოსამსახურე თითების ანაბეჭდებს და ხელისგულების ანაბეჭდებს იღებს ასეთი საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების პროცედურა ხორციელდება პერიოდულად, გონივრული ვადის ინტერვალით, რათა დადგინდეს, კვლავ არსებობს თუ არა საფუძველი, რის გამოც ვერ ხერხდება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება.
3. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირის ფიზიკური ნაკლის ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გამო შეუძლებელია თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმს (დანართი №24), სადაც მიეთითება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის მიზეზები, რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
4. იმ შემთხვევაში, თუ თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ვერ ხერხდება უცხოელის ან მოქალაქეობის ამქონე პირის ფსიქიკური აშლილობის გამო, უფლებამოსილი მოსამსახურე აღნიშნულთან დაკავშირებით ადგენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფსიქიკური აშლილობის გამო თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმს (დანართი №25), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არ განიხილება დაჩქარებული წესი