1. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებამდე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების მიზნისა და მისი შენახვის ვადის შესახებ.

2. დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვისა და განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, უფლებამოსილმა მოსამსახურემ უნდა აიღოს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მარჯვენა და მარცხენა ხელის თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ პროცედურის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებამდე, უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე და თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემის დამუშავების თაობაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თანხმობის ოქმს (დანართი №21), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას.

4. დაუშვებელია 14 წელს მიუღწეველი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეუსრულდა 14 წელი, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ხორციელდება ამ თავის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ხდება 14 წლის ასაკის შესრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში და მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ვერ ხერხდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უფლებამოსილი მოსამსახურის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს გამოითხოვს ამ დაწესებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ინახება ამ პროცედურის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

6. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები აუღოს დროებითი დაცვის მქონე პირს.

7. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ხარისხი უნდა იძლეოდეს მისი შედარების შესაძლებლობას.

8. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, ვერ ხერხდება თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება შეიძლება გადაიდოს ხარვეზის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის