1. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით დამუშავებული პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს ან/და განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

2. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პერსონალური მონაცემები მუშავდება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების, პირის იდენტიფიცირებისა და პარალელური პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.

3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადის ათვლა იწყება მონაცემის ფაილურ სისტემაში ასახვისთანავე.

4. ფაილურ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემი უნდა წაიშალოს ან/და განადგურდე