1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ინფორმაცია თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების საჭიროებისა და მიზნების შესახებ;
ბ) ჰქონდეს წვდომა დეპარტამენტში მის შესახებ არსებულ თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევ მონაცემებზე;
გ) მოითხოვოს მასთან დაკავშირებით არასწორად ან უკანონოდ დამუშავებული მონაცემების გასწორება ან წაშლა/განადგურება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესახებ პირს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებამდე. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, მას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისად პირს მონაცემები უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლი