1. ოჯახის გაერთიანების პროცედურის დაწყებისთვის ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე პირი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს.
2. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პროცედურით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ არასრულწლოვანის თანხმობის არსებობის შემთხვევაში სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, ამ არასრულწლოვანის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის განცხადების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იწყებს ოჯახის გაერთიანების პროცედურას.
3. ოჯახის გაერთიანების თაობაზე განცხადებას ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა უნდა დაურთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ოჯახური კავშირების დადგენის მიზნით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების თაობაზე განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორი მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრ(ებ)ისთვის ვიზის გაცემის თაობაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
6. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს მინიჭებული.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
8. პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველ