1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, იხილავს სამმართველო.

2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში სამმართველო, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამოწმებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილია თუ არა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვით.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში, სამმართველო დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს პატაკს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ პატაკში მოცემული დასაბუთება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ აისახება, ამ პროცედურის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში.

4. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში სამმართველო, განცხადების კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს დასკვნას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ დასკვნაში მოცემული დასაბუთება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ აისახება, ამ პროცედურის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო გაძევების საკითხის განხილვის შემდეგ ამზადებს გადაწყვეტილებას, სადაც აგრეთვე აისახება სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილი.

6. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტის დირექტორი იღებს ერთ-ერთი შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;

ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;

გ) საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;

დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე და უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე;

ე) თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.

თავი V

ოჯახის გაერთიანების პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების განხილ