1. მისაღებ სივრცეში უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობა. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურეს ან/და სტატუსის დამდგენ სპეციალისტს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რაც იძლევა მისაღებ სივრცეში მყოფ პირთა მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მისაღებ სივრცეში კონფიდენციალურობის დასაცავად გამოიყენება რიგითი ნომრების მინიჭების სისტემა.
2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურემ ან/და სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა არ უნდა მოუხმოს თარგმანში დასახმარებლად მისაღებ სივრცეში მყოფ სხვა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, გარდა ამ პროცედურის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის