1. თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ხდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სპეციფიკური საჭიროების იდენტიფიცირება, რომელთა წრეც განსაზღვრულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით.
2. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირს პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებში.
3. სპეციფიკური საჭიროების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და განთავსებას, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად.
4. დეპარტამენტი დაუყოვნებლივ ახდენს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმირებას თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო საჭიროებისამებრ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს აღნიშნული პირებისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნა