1. გასაუბრება ფორმდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს გასაუბრების მასალების სიზუსტე. აუდიოჩაწერის თაობაზე თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება გასაუბრების პროცედურის დაწყების წინ. აუდიოჩაწერა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:
ა) აუდიოჩაწერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ირთვება ხმის ჩამწერი მოწყობილობა;
ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობის ჩართვისას სიტყვიერად ფიქსირდება ჩაწერის დაწყების დრო და თარიღი;
გ) აუდიოჩაწერის დროებით შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში სიტყვიერად ფიქსირდება დროებით შეჩერების მიზეზი და მიეთითება დრო. აუდიოჩაწერის განახლებისას სიტყვიერად ფიქსირდება აუდიოჩაწერის განახლების დრო;
დ) გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერის დასრულება ფიქსირდება სიტყვიერად და აგრეთვე სიტყვიერად მიეთითება დრო;
ე) გასაუბრების აუდიოჩანაწერი ინახება ციფრულ ფორმატში, კომპაქტურ დისკზე, რომელიც ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი აწარმოებს გასაუბრების ოქმს, №14 დანართის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) თავშესაფრის მაძიებლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;
ბ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის სახელი და გვარი;
გ) თარჯიმნის სახელი და გვარი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის სახელი და გვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) გასაუბრების თარიღი;
ვ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ დასმული შეკითხვები და თავშესაფრის მაძიებლის პასუხები;
ზ) თავშესაფრის მაძიებლის ქცევასთან და არავერბალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული შენიშვნები;
თ) გასაუბრების ჩატარების ადგილი.
3. გასაუბრების ოქმში სტატუსის დამდგენი სპეციალისტი შეძლებისდაგვარად ზუსტად ასახავს თავშესაფრის მაძიებლის სიტყვებს და არა – მონათხრობის შინაარს