1. მოცემული და 29-ე მუხლით „კომიტეტისათვის“ განსაზღვრული დავალებები შესრულდება ბიოეთიკის მუდმივმოქმედი კომიტეტის (მბკ) მიერ ან მინისტრთა კომიტეტის მიერ განსაზღვრული შესაბამისი კომიტეტის მიერ.

2. ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, აგრეთვე ამ კონვენციის ხელმომწერ მხარეს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი, შეუძლია კომიტეტში ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი ხმის უფლებით, კომიტეტის მიერ მოცემული კონვენციით დაკისრებული ამოცანების შესრულების დროს.

3. 33-ე მუხლში ნახსენები ან 34-ე მუხლის დებულებების შესაბამისად კონვენციასთან შეერთებისათვის მოწვეული სახელმწიფო, რომელშიც არ არის კონვენციის მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს კომიტეტში დამკვირვებლის სტატუსით. ევროპის გაერთიანება, თუ ის არ არის კონვენციის მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს კომიტეტში დამკვირვებლის სტატუსით.

4. მეცნიერების განვითარების მონიტორინგის მიზნით, კომიტეტმა უნდა გადაამოწმოს მოცემული კონვენცია არაუგვიანეს ხუთი წლისა მისი ძალაში შესვლიდან და შემდეგ, კომიტეტის მიერ განსაზღვრულ დროის ინტერვალებში.

5. ნებისმიერი მხარის, კომიტეტის ან მინისტრთა კომიტეტის მიერ წარდგენილი ნებისმიერი განაცხადი კონვენციაში შესწორების შეტანის, ოქმის დადების ან ოქმში შესწორების შეტანის შესახებ უნდა მიეწოდოსო ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ხოლო ამ უკანასკნელმა უნდა გადაუგზავნოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას, ყველა ხელმომწერ მხარეს, ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც, 33-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულია კონვენციის ხელმოსაწერად ან, 34-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულია შეუერთდეს კონვენციას.

6. კომიტეტმა, მე-5 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად, გენერალური მდივნის მიერ გადაგზავნილი განაცხადი უნდა განიხილოს მიღებიდან არაუადრეს ორი თვისა. კომიტეტის ხმების ორი მესამედით მიღებული ტექსტი დასამტკიცებლად უნდა გადაეცეს მინისტრთა კომიტეტს. დამტკიცების შემდეგ ტექსტი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცებისათვის უნდა დაეგზავნოს მხარეებს.

7. იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც ის მიიღეს, ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღეს, როცა გავა ერთთვიანი ვადა მას შემდეგ, რაც ხუთი ხელმომწერი მხარე, მათ შორის ევროსაბჭოს არანაკლებ ოთხი სევრისა, გენერალურ მდივანს შეატყობინებს შესწორების მიღების შესახებ.

თავი XIV. დასკვნითი დებულებე