1. ნებისმიერ ხელმომწერ მხარეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების გენერალური მდივნისთვის შესანახად ჩაბარების დროს, განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც იმოქმედებს ეს კონვენცია.
2. ყოველ მხარეს შეუძლია მოგვიანებით, გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების მეშვეობით შეუძლია გაავრცელოს ამ კონვენციის მოქმედება განცხადებაში მითითეული ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობაზეც ის არის პასუხისმგებელი ან რომლის სახელითაც აქვს ვალდებულებების აღების უფლება. ამ ტერიტორიის მიმართ კონვენცია ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, მასში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, შეიძლება უკან იქნას გამოთხოვილი გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების გზით. გამოთხოვა ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდე