ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ევროპის გაერთიანებას, ყოველ ხელმომწერ მხარეს, ყოველ მხარე სახელმწიფოს და სახელმწიფოს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა კონვენციის შემუშავებაში ან მოწვეულია შეუერთდეს მას:

a. ყოველი ხელმოწერის შესახებ

b. სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის მიღების შესახებ;

c. 33-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს;

d. 32-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ყოველი შესწორების ან ოქმის და მათი ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

e. 35-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი განცხადების შესახებ;

f. 36-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული დათქმის ან მისი გაუქმების შესახებ;

g. ამ კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების, შეტყობინების ან ურთიერთობის შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, არიან რა სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ოვიედოში (ასტურია), 1997 წლის 4 აპრილს,ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, ერთ პირად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, ევროპის გაერთიანებას, არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მოცემული კონვენციის შემუშავებაში და ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მოწვეულია შეუერთდეს კონვენცია