1. მხარეთა კონფერენციის სამდივნოს მომსახურებას უზრუნველყოფს იუნესკოს გენერალური დირექტორი.
2. მხარეთა კონფერენციის თხოვნით იუნესკოს გენერალური დირექტორი მაქსიმალურად
შესაძლო მოცულობით იყენებს მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს მომსახურებას მხარეთა კონფერენციის მიერ შეთანხმებული პირობებით.
3. კონვენციასთან დაკავშირებული ოპერატიული ხარჯები ფინანსდება იუნესკოს ჩვეულებრივი ბიუჯეტიდან, შესაბამის დონეზე არსებული სახსრების ფარგლებში, ზემოთ მე-17 მუხლის თანახმად დაფუძნებული ნებაყოფლობითი ფონდიდან ან მათი შესაბამისი კომბინაციით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში განისაზღვრება. ჩვეულებრივი ბიუჯეტის სახსრებით სამდივნოს დაფინანსება წარმოებს მკაცრად მინიმალურ საფუძველზე, იმ გაგებით, რომ კონვენციის მხარდასაჭერად ნებაყოფლობითი დაფინანსებაც განხორციელდება.
4. სამდივნო მხარეთა კონფერენციისათვის ამზადებს დოკუმენტაციას და მისი სხდომების წინასწარ დღის წესრიგს, აგრეთვე უზრუნველყოფს მის გადაწყვეტილებათა შესრულება