(1)  24-ე მუხლის მე-3  პუნქტით და 26-ე მუხლის 1-ელი  პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან   შეერთების დროს ან მას შემდეგ ნებისმიერ დროს და             მათში შესწორების შეტანა ან გამოხმობა დასაშვებია ნებისმიერ დროს.

(2)  დეკლარაციების, მათი ცვლილებების და მათი გამოხმობის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.

(3) ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს გაკეთებული დეკლარაცია ძალაში შედის მოცემული სახელმწიფოსთვის წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თანადროულად.

(4) შემდგომ გაკეთებული დეკლარაცია და დეკლარაციაში ნებისმიერი ცვლილება ან მისი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღე