1. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს ამ კონვენციის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია, მე-60 მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით. დეკლარაციის ამგვარი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. მიუხედავად წინა პუნქტის დებულებისა, ამ კონვენციის მოქმედება, დეკლარაციის უკან გამოხმობის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება ამავე დეკლარაციის უკან გამოხმობის გაუთვალისწინებლა