1. დეპოზიტარმა, ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებისთვის, ყოველწლიურად ან მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს გარემოებები, უნდა მოამზადოს მოხსენება ამ კონვენციის საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო რეჟიმის პრაქტიკული ფუნქციონირების საშუალებების თაობაზე. ამგვარი მოხსენებების მომზადებისას, დეპოზიტარმა უნდა გაითვალისწინოს საზედამხედველო ორგანოს მოხსენებები, რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
2. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ოცდახუთი პროცენტის მოთხოვნით, დეპოზიტარმა, საზედამხედველო ორგანოსთან კონსულტაციის გზით, დროდადრო უნდა მოიწვიოს მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია კონვენციაში შესწორებების შეტანის მიზნით, რომელიც განიხილავს:
ა) ამ კონვენციის პრაქტიკულ გამოყენებას და მის ეფექტიანობას იმ ობიექტების აქტივებით უზრუნველყოფილი დაფინანსებისა და იჯარის ხელშეწყობის საქმეში, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ) ამ კონვენციისა და წესებით გათვალისწინებული დებულებების სასამართლო განმარტებისა და მათი გამოყენების საკითხს;
გ) რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებას, რეგისტრატორის მუშაობას და საზედამხედველო ორგანოს მიერ მის კონტროლს, საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოდგენილი მოხსენებების გათვალისწინებით; და
დ) ამ კონვენციასა და საერთაშორისო რეესტრთან დაკავშირებული რაიმე ცვლილების მიზანშეწონილობას.
3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ამ კონვენციის ნებისმიერი ცვლილება მტკიცდება წინა პუნქტში მითითებული კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობის მიერ, და ძალაში შედის იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამგვარი ცვლილების რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, სამი სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილების რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შემთხვევაში, 49-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, რომელიც შეეხება კონვენციის ძალაში შესვლას.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის ცვლილება შეეხება ერთზე მეტი კატეგორიის მოძრავ მოწყობილობას, ამგვარი ცვლილება მტკიცდება თითოეული ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობით, რომლებიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კონფერენციაშ