1. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, მე-60 მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, გააკეთოს ნებისმიერი შემდგომი დეკლარაცია, ნებისმიერ დროს, ამ კონვენციის მისთვის ძალაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით.
2. ნებისმიერი ასეთი შემდგომი დეკლარაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში აღნიშნულია ამგვარი დეკლარაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ამგვარი პერიოდის გასვლის შემდეგ.
3. მიუხედავად წინა პუნქტების დებულებებისა, ამ კონვენციის მოქმედება, შემდგომი დეკლარაციის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება ამავე დეკლარაციის გაუთვალისწინებლა