1. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გაკეთებული დეკლარაციით სხვა რამ არ განუცხადებია, ეს კონვენცია არ მოქმედებს ადრე არსებული უფლების ან ინტერესის მიმართ, რომელსაც უნარჩუნდება პრიორიტეტი, რომელიც დადგენილია სამოქმედო სამართლით, ამ კონვენციის ძალაში შესვლამდე.
2. პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამ კონვენციით დადგენილი პრიორიტეტის განსაზღვრის მიზნებისთვის:
ა) მოვალესთან დაკავშირებით, „ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღი“ აღნიშნავს თარიღს, როდესაც ეს კონვენცია ძალაში შევიდა ან თარიღს, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი სახელმწიფო გახდა ამ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო, იმის მიხედვით, რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება; და
ბ) მოვალის ადგილსამყოფელ სახელმწიფოდ მიიჩნევა სახელმწიფო, სადაც მას გააჩნია თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, ან თუ მას ასეთი ცენტრი არ გააჩნია- საქმიანობის ადგილი, ან თუ მას გააჩნია ერთზე მეტი საქმიანობის ადგილი- მისი ძირითადი საქმიანობის ადგილი, ან თუ მას არ გააჩნია საქმიანობის ადგილი- მისი ჩვეული ადგილსამყოფელი.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეკლარაციის გზით დაადგინოს თარიღი, რომელიც დგება ამ დეკლარაციის ძალაში შესვლიდან არაუადრეს სამი წლისა, და რომლიდანაც ამ კონვენციისა და ოქმის მოქმედება დაიწყება პრიორიტეტის განსაზღვრის მიზნებისთვის, მათ შორის, ნებისმიერი არსებული პრიორიტეტის დასაცავად, ადრე არსებული უფლებებისა და ინტერესების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა იმ დროს დადებული შეთანხმებით, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი იყო წინა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც და რა პირობებითაც ეს დადგენილია ამავე დეკლარაციი