ამ მიზნით განხორციელებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმდენად, რამდენადაც მხარის ხელთ არსებული საშუალებები ამის შესაძლებლობას იძლევა და მათი გამოყენება შეესაბამება მის შიდა კანონმდებლობას. მოთხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ისინი გათვლილია მისი სუვერენული უფლებების ან უსაფრთხოების ზიანსაყოფად.
ამავენაირად, სასამართლო ყოველთვის იქნება უფლებამოსილი იმოქმედოს იმ სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის ტერიტორიაზეც ის მართავს სხდომებ