1. საარბიტრაჟო ხარჯები შედგება:
ა) საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციული გადასახადისგან;
ბ) არბიტრთა ჰონორარისგან და მათი ხარჯებისგან;
გ) საარბიტრაჟო ტრიბუნალის და საარბიტრაჟო ცენტრის სხვა ხარჯებისგან.
(შემდგომში ერთობლივად „საარბიტრაჟო ხარჯები“).
2. საარბიტრაჟო ხარჯებისთვის მხარეები სოლიდარულად და ცალ-ცალკე არიან პასუხისმგებელი არბიტრების და საარბიტრაჟო ცენტრის წინაშე.
3. არბიტრთა ჰონორარს და საარბიტრაჟო ცენტრის ადმინისტრაციულ გადასახადს განსაზღვრავს სამდივნო საარბიტრაჟო საქმის დაწყების დღეს მოქმედი ხარჯების ცხრილის (წესების დანართი I) მიხედვით.
4. საარბიტრაჟო ხარჯები განისაზღვრება საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, რომელშიც ასევე განსაზღვრული უნდა იყოს, რომელმა მხარეებმა როგორი პროპორციით უნდა გადაიხადონ ეს ხარჯები.
5. საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომლებსაც შესაფერისად მიიჩნევს, მათ შორის, საქმის საბოლოო შედეგი და მხარეთა მოქმედებები, რომლებიც საქმის სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული.
6. საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილების ხელმოწერამდე საარბიტრაჟო სარჩელის გამოთხოვის ან ყველა მხარის მორიგების მიღწევის შემთხვევაში, სამდივნოს მიერ ზუსტად განსაზღვრული საარბიტრაჟო ხარჯების (რეგისტრაციის საფასურის გამოკლებით) ოდენობა უნდა შეესაბამებოდესამ მომენტის დადგომამდე დახარჯულ თანხას. ამ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეთანხმებულან საარბიტრაჟო ხარჯების გადანაწილებაზე ან ამ ხარჯებთან დაკავშირებულ შესაბამის საკითხებზე, აღნიშნულ ხარჯებს საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაანაწილებს. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ჯერ არ არის შექმნილი საარბიტრაჟო ხარჯების გადანაწილების საკითხს გადაწყვეტს სამდივნო.
7. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეიძლება საარბიტრაჟო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ხარჯების (მათ შორის, საარბიტრაჟო ხარჯების) და მათი გადახდის დავალების შესახებ.
8. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია საბოლოო ან ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაავალოს მხარეს ან მხარეებს ნებისმიერი ხარჯის გადახდა, რომელიც მეორე მხარემ გასწია, მათ შორის, იურიდიული წარმომადგენლის ხარჯების გადახდა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
ნაწილი VII − დასკვნითი დებულებე