1. სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების  გაწევის შესახებ საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს წინამდებარე წესი, დამატებით შეიძლება მოწესრიგდეს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2. სააგენტო უფლებამოსილია მომსახურებასთან დაკავშირებული საქმისწარმობა (მიღებული და მომზადებული დოკუმენტაციის დარეგისტრირება, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების გამოცემა) წარმართოს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ვებგვერდზე (www.sda.gov.ge) გამოქვეყნების გზით. აღნიშნული წესით გამოქვეყნებული შეტყობინება  განმცხადებლისათვის  ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნების დღეს.

4. ამ წესის მიზნებისათვის „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს (ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე  ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი სსიპ –

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ან/და საგადასახადო კოდი სსიპ –

შემოსავლების სამსახურის მიერ.

თავი II

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის და მომსახურების წესე