მუხლი 5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და პერსონალური ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მიღებაზე უფლებამოსილი პირები
თავი II — კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის და მომსახურების წესები
1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემა მოთხოვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად.
2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და დამზადებული სერტიფიკატების/კოდების მიღების უფლება აქვს მოქმედი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელ პირს პირადად, 14 წლის ასაკიდან, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი განცხადების მიმართვის შემთხვევაშ
მუხლი 102. – ავთენტური ტექსტები— ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმი „საერთაშორისო
შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი)“
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №315, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016814 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4240656/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია