1. სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი არეგულირებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურებების, ასევე, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გასაცემად განცხადების წარდგენასთან, განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში –

სააგენტო) უზრუნველყოფს შემდეგი სახის კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული  მომსახურებების გაწევას:

ა) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე;

ბ) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

გ) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

დ) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას სააგენტოს მიერ გაცემულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

ე) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

ვ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემას;

ზ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის შენახვისა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიწოდებას.

3. სააგენტო უზრუნველყოფს მის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/ შტამპის სერტიფიკატების გამოყენებით შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის უტყურობის დადგენას.

4. სააგენტო გასცემს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემდეგ კვალიფიციურ სანდო მომსახურებებს:

ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემას პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე;

ბ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

გ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

დ) კვალიფიციური ელექტრონული  შტამპის სერტიფიკატის  გაცემა სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

ე) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემას სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე;

ვ) სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატების ავტომატური შემოწმების  მომსახურების მიწოდებას;

ზ) დროის კვალიფიციური აღნიშვნის  მომსახურების მიწოდებას;

თ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნება