1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი სააგენტოს მიერ გაიცემა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალებებზე –
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე.
2. სერტიფიკატების გაცემა ნიშნავს სერტიფიკატის შექმნას და ჩაწერას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე. სერტიფიკატების განმეორებით გაცემა ნიშნავს სერტიფიკატის განმეორებით შექმნას და ჩაწერას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, რომელზეც უკვე გაცემული იყო სერტიფიკატი.
3. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადაა 2 წელი და 6 თვე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ვადა აითვლება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გაცემის თარიღიდან. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები გაიცემა ერთდროულად, ერთი მოთხოვნის ფარგლებში. დაუშვებელია აღნიშნული სერტიფიკატების ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად გაცემა.
4. არასრულწლოვანისათვის გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები შეიცავს აღნიშვნას „არასრულწლოვანი“. არასრულწლოვანზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები გაიცემა პირის სრულწლოვანებამდე დარჩენილი, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა და 6 თვის ვადით.
5. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის გარეშე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემასთან ერთად შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემ