1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისას, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისას პირს, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისგან განცალკევებით, ცალკე კონვერტით გადაეცემა/ეგზავნება:

ა) პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდი  (PIN1) – 4 სიმბოლო;

ბ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციის კოდი  (PIN2) – 5 სიმბოლო;

გ) განბლოკვის კოდი  (PUK) – 8 სიმბოლო.

2. ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისას პირს დალუქული კონვერტით გადაეცემა:

ა)  განმეორებით შექმნილი პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდი (PIN1) –

6 სიმბოლო;

ბ) განმეორებით შექმნილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციის კოდი (PIN2)  –

8 სიმბოლო;

გ) განმეორებით შექმნილი განბლოკვის კოდი (PUK) – 8 სიმბოლო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვერტის გადაცემის შემდეგ ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემისთვის მოთხოვნის წარმდგენმა პირმა უნდა შექმნას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3) და გაიაროს ავტორიზაცია პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდით (PIN1).

4. სააგენტოს  ტერიტორიულ სამსახურში განცხადების წარდგენის შემთხვევაში, პირს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები განმეორებით გადაეცემა  გასააქტიურებელ მდგომარეობაში და გააქტიურდება საფასურის გადახდისთანავე.

5. სააგენტოს  ტერიტორიულ სამსახურში განცხადების წარდგენის შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების განმეორებით გაცემისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის  გასააქტიურებლად საფასური გადაიხდება სერტიფიკატის გაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

6. სააგენტოს ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, საფასური გადაიხდება სერტიფიკატის გაცემამდე. პირს სერტიფიკატები გადაეცემა აქტიურ მდგომარეობაში.

7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ კოდებთან ერთად განმცხადებელს გადაეცემა/ეგზავნება წერილობითი ინფორმაცია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებისა და შენახვის, ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების წესების თაობაზე, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ მან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განსახორციელებლად უნდა გაააქტიუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3).

8. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოდები იგზავნება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

9. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის განმცხადებლისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), პირი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოდების/ინფორმაციის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე განცხადება-ანკეტაზე ხელმოწერით.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კოდების/ინფორმაციის მისთვის გადაცემის ფაქტს განმცხადებელი ადასტურებს გადაცემის დასტურის ფორმაზე ხელმოწერით. ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

11. სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური ვალდებულია, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი, ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდები განმეორებით გასცეს დადგენილი წესით ან გამოიტანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტოს ვებგვერდიდან სერტიფიკატის განახლების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალები