თავი II — კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის და მომსახურების წესები
1. თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემა მოთხოვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად, სერტიფიკატი უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადაში.
2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, ასევე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდები განმეორებით გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 დღის ვადაშ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №315, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016814 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4240656/muxli-7/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია