1. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი უქმდება:

ა) თუ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება მოითხოვა უფლებამოსილმა პირმა;

ბ) თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ;

გ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში;

დ) თუ დადგინდა, რომ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მოწყობილობა გამოსაყენებლად უვარგისია;

ე) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის ვადის გასვლის შემთხვევაში (გაუქმდება ავტომატურად);

ვ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ზ) თუ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც შეუძლებელია სერტიფიკატის გამოყენება, ან/და სერტიფიკატში დატანილია არასწორი ინფორმაცია;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. უფლებამოსილი პირი კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულმა პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით წარადგინოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადება, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

თავი IV

სერტიფიკატის ავტომატური შემოწმებისა და გაუქმებული სერტიფიკატების სიის

მომსახურების გაწევის წე