1. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების მიღება, შეზღუდული წარმადობის პირობით, შესაძლებელია მუდმივად და უსასყიდლოდ. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა და იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით.

2. იურიდიული პირებისათვის სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება შესაძლებელია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ერთჯერადად მიღების მინიმალური პერიოდია 30 კალენდარული დღე. დღის შერჩეული მონაკვეთის გარანტირებული წარმადობის მინიმალური პერიოდია 1 საათი. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების 1 წამში მაქსიმალური გარანტირებული წარმადობაა 100 მოთხოვნა.

4. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთი IP მისამართიდან მომართვის შემთხვევაშ