1. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურება არის ინტერნეტის საინჟინრო სამუშაო ჯგუფის (Internet Engineering Task Force, IETF) მიერ დადგენილი RFC (Request for Comments) 6960 სტანდარტის მიხედვით შექმნილი მომსახურება. მომსახურების ფარგლებში, ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე, ავტომატურად გაიცემა ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატების სტატუსის შესახებ. ამ ინფორმაციაზე სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური სერტიფიკატის მეშვეობით დასმულია განვითარებული ელექტრონული შტამპი.
2. გაუქმებული სერტიფიკატების სია შექმნილია ინტერნეტის საინჟინრო სამუშაო ჯგუფის (Internet Engineering Task Force, IETF) მიერ დადგენილი RFC 5280 სტანდარტის მიხედვით და სერტიფიკატების გამცემი ორგანოების მიხედვით ქვეყნდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მისამართებზე. გაუქმებული სერტიფიკატების სია მოიცავს შესაბამისი სერტიფიკატების გამცემი ორგანოს ციფრულ ხელმოწერას.
3. გაუქმებული სერტიფიკატების სია ხელმისაწვდომია მუდმივად და უსასყიდლოდ ინტერნეტის მეშვეობით. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვ