1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღების შესახებ მოთხოვნას;
ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას;
გ) ხელმოწერის თარიღს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი;
ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არაუგვიანეს განცხადების შეტანის დღისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ