1. ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება შეიძლება დროებით შეჩერდეს ან შეიზღუდოს:
ა) თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა;
ბ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში არსებული ისეთი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების მიწოდებას.
2. ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება შეიძლება დროებით შეჩერდეს, თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა.
3. ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება შეწყდება:
ა) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) მომსახურების ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
4. უფლებამოსილი პირი, სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების შეწყვეტის მატერიალურად შედგენილი განცხადება, რომელიც არ არის შედგენილი რთული წერილობითი ფორმით, სააგენტოს წარედგინება უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში ფიზიკურად გამოცხადების გზით. განცხადება უნდა მოიცავდეს განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
დროის კვალიფიციური აღნიშვნის გაცემისა და მომსახურების წესე