1. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების მიღება, შეზღუდული წარმადობის პირობით, შესაძლებელია მუდმივად და უსასყიდლოდ. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა და იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით.
2. იურიდიული პირებისათვის დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება, ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებული პირობებით, შესაძლებელია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით ერთჯერადად მიღების მინიმალური პერიოდია 30 კალენდარული დღე. დღის შერჩეული მონაკვეთის გარანტირებული წარმადობის მინიმალური პერიოდია 1 საათი. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების 1 წამში მაქსიმალური გარანტირებული წარმადობაა 100 მოთხოვნა.
4. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთი IP მისამართიდან მომართვის შემთხვევაშ