1. განცხადების მიღების შემდეგ 15 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

2. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაცია.  სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები –

სსიპ –

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;

ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები –

სსიპ –

შემოსავლების სამსახურიდან.

3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება  ამ წესის 31-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განცხადება რჩება განუხილველ