1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემა არის კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის მომსახურება, რომელიც წარდგენილია ელექტრონული სერტიფიკატის სახით და ეყრდნობა ღია გასაღების ინფრასტრუქტურის სისტემას. აღნიშნული სერტიფიკატის გაცემა მოიცავს:

ა) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატების აღრიცხვას;

ბ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული შიფრაციის სერტიფიკატის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შემთხვევაში მის გაუქმებას;

გ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით გაუქმებული ელექტრონული ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას.

2. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატს სააგენტო გასცემს 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

3. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შემგროვებელი სუბიექტისთვის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ, ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის დახურული გასაღების უსაფრთხო სანახზე.

4. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღების დანიშნულებაა დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაცი