1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოთხოვნას ამ წესის 36-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიღების შესახებ;

ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას;

გ) ხელმოწერის თარიღს;

დ) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).

2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი (მომსახურების სპეციფიკაციის შესახებ);

ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. განმცხადებელმა, სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინსტრუმენტის სააგენტოსთვის მიწოდება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღეშ