1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი უქმდება:

ა) თუ გაუქმების შესახებ განცხადება წარადგინა შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა;

ბ) თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების სერტიფიკატის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ;

გ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში;

დ) სერტიფიკატის ვადის გასვლის შემთხვევაში (გაუქმდება ავტომატურად);

ე) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ვ) თუ ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის  გაცემის მომსახურების გაწევისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც შეუძლებელია სერტიფიკატის გამოყენება, ან/და სერტიფიკატში დატანილია არასწორი ინფორმაცია;

ზ) ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღები გადაეცა მესამე პირს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. უფლებამოსილი პირი სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა შესაძლოა ელექტრონული ფორმით წარადგინოს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადება, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

თავი VII

ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების წე