1. განცხადება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიღების თაობაზე წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მომსახურების მიწოდებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. აღნიშნული დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაშ