განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონული ხელმოწერის  ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიწოდებაზე, თუ:

ა) განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;

ბ) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები სხვადასხვაა;

გ) განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი და სააგენტოს მიერ განმცხადებელის სახელზე, ამ წესის VI თავის შესაბამისად, არ მიმდინარეობს შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის საქმისწარმოება;

დ) განმცხადებელმა ამ წესის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასურ