1. თუ სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემულია ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი, განცხადების მიღების შემდეგ 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან.
2. თუ სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი, განცხადების მიღებისა და ამავე წესის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან.
3. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას. სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები –
სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები –
სსიპ –
შემოსავლების სამსახურიდან.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას, თუ:
ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა;
ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს;
გ) ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი.
6. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვის და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების თანხის გადახდის თაობაზე. შეტყობინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია, გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური. აღნიშნულ ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი მომსახურების მიწოდებას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. ამ წესის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების გაწევის გადაწყვეტილებები მიიღება ერთა