1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ამ წესის 43-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურებების მიღების შესახებ მოთხოვნას;
ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას;
გ) ხელმოწერის თარიღს;
დ) განმცხადებლის უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში.
2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი;
ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. თუ სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი, განმცხადებელმა სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული განცხადება უნდა წარადგინოს სააგენტოში ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენიდან 5 დღეშ