განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემაზე, თუ:
ა) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები სხვადასხვაა;
ბ) განმცხადებელმა ამ წესის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასური;
გ) განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის 38-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევი