1. სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის  დახურული გასაღების და შესაბამისი სერტიფიკატის  სააგენტოს ინფრასტრუქტურაში შენახვა გულისხმობს:

ა) არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისაგან დახურული გასაღების  დაცვას, შესაბამისი აპარატურული, პროგრამული და/ან ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით;

ბ) დახურული გასაღების სარეზერვო ასლის შექმნას, დედნისაგან განცალკევებით შენახვას და არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისაგან დაცვას, შესაბამისი აპარატურული, პროგრამული და/ან ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით.

2. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების და  შესაბამისი სერტიფიკატის შენახვის ერთი მომსახურების და, შესაბამისად, მისთვის დადგენილი ერთი საფასურის ფარგლებში, შესაძლებელია სააგენტოს მიერ გაცემული ნებისმიერი რაოდენობის სერტიფიკატების შენახვა.

3. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურება  ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გულისხმობს მოთხოვნილი ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციას და შედეგად მიღებული ინფორმაციის მისთვის გადაცემას.

4. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღების გადაცემა მფლობელისთვის დაუშვებელი