1. სისტემის მონაწილე ვალდებულია ბრძანებით დანიშნოს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის უფლებამოსილი პირი – ადმინისტრატორი. ადმინისტრატორის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეს სისტემის ორგანიზატორს.
2. ადმინისტრატორი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სისტემის ორგანიზატორთან – სისტემის უსაფრთხოების ადმინისტრატორთან, გაიაროს სათანადო ინსტრუქტაჟი, დამოუკიდებლად მოახდინოს ელექტრონული გასაღების კომპლექტის (ღია და დახურული) გენერირება.
3. გასაღების კომპლექტი გადაეცემა სისტემის უსაფრთხოების ადმინისტრატორს დაშიფრული სახით.
4. სისტემის უსაფრთხოების ადმინისტრატორი აფორმებს და გადასცემს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის გასაღებების პასპორტს.
5. სისტემის ადმინისტრატორი მონაწილის ადმინისტრატორს გადასცემს და იღებს მისგან ღია გასაღებების კომპლექტს.
6. შემოწმების შემდეგ ადმინისტრატორები ახდენენ ხელმოწერის გასაღებების პასპორტის 2 ეგზემპლარის ორმხრივ ხელმოწერას, რომელთაგან თითო 10 წელი ინახება მხარეებთან.
7. გასაღებების შეცვლის შემთხვევაში მხარე, რომელიც ახდენს შეცვლის ინიციირებას, ვალდებულია დროულად შეატყობინოს მეორე მხარეს ამ პროცედურის გატარების აუცილებლობა.
8. ერთ-ერთი მხარის ინიციატივით გასაღებების აუცილებელი შეცვლა ხდება, როდესაც გასულია გასაღებების კომპლექტის მოქმედების ვადა, მოხდა გასაღებების კომპრომეტირება ან შეიცვალა მონაწილის ადმინისტრატორი.
9. გასაღებების მოქმედების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმებით. დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში გასაღებების გამოცვლა სავალდებულია. შეიძლება გასაღებების გამოცვლა მათი მოქმედების ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს, ერთ-ერთი მხარის სურვილით.
10. გასაღებების შეცვლის შემდეგ მონაწილე ვალდებულია ელექტრონულ საბუთებთან ერთად შეინახოს ხმარებიდან ამოღებული გასაღებების კომპლექტი შესაბამისი შიფრაცია-დეშიფრაციის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიებით არანაკლებ 10 წელი.
11. მონაწილე ვალდებულია დამოუკიდებლად უზრუნველყოს გასაღებების შენახვა და დაცვა გავრცელებისა და გაცხადებისაგან
საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ · რედაქცია 12.06.2003
მუხლი 10. სისტემის მონაწილის მიერ გასაღებების მიღება, შეცვლა და შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 43. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაცია
- მუხლი 44. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვასა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიღებაზე უფ
- მუხლი 49. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვის და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების შეწყვეტის საფუძვლები
- მუხლი 18. უსაფრთხოების გასაღებებისა და კოდების კონტროლი
- მუხლი 48. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვასა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის
- მუხლი 361. ოფიციალური დოკუმენტის ან სახელმწიფო ჯილდოს შეძენა ან გასაღება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის და შიფრაციის გასაღებების პასპორტი
- მუხლი 5. ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მფლობელის ვადებულებები
- მუხლი 6. ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის საშუალებების გამოყენება
- მუხლი 7. ელექტრონული საბუთების გაცვლის ზოგადი პრინციპები
- მუხლი 8. ელექტრონული საბუთების გაფორმება ქაღალდზე
- მუხლი 9. ელექტრონული საბუთების შენახვა
- მუხლი 11. პრეტენზიის წარდგენა და დავის განხილვა ოპერაციების წარმოებისას
- მუხლი 12. სადავო ელექტრონული საბუთის, ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის გასაღებების ან ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უქაღალდო ტექნოლოგიაზე გადაყვანის შესახებ“, მუხლი 10, №135, 12.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.005888 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1118204/muxli-10-2/