1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურება შეწყდება:
ა) თუ ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების შეწყვეტისა და განმცხადებლის სახელზე გაცემული შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღების მესამე პირისთვის გადაცემის ან განადგურების შესახებ განცხადება წარადგინა უფლებამოსილმა პირმა;
ბ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადის ამოწურვიდან 15 წლის გასვლის შემდეგ;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. უფლებამოსილი პირი, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სააგენტო განიხილავს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ.
4. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღები მესამე პირს გადაეცემა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღები გადაეცემა მხოლოდ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს ან სუბიექტს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერთიფიცირებულია სსტ ენ ისო/იეკ 27001:2017 / 2017, სსტ ისო/იეკ 27001:2013 / 2015 ან ISO/IEC 27001:2013 სტანდარტის მიხედვი