განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციაზე, თუ:

ა) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები  სხვადასხვაა;

ბ) შეუძლებელია განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ელექტრონული დოკუმენტიდან ამოღებული, დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების გაშიფვრა.

თავი VIII

ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის გაცემისა და მომსახურების მიწოდების წესე