1. განცხადება ამ წესის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია.
3. დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შევსებიდან ერთი თვის განმავლობაშ