მუხლი 61. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდება
თავი VIII — ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის გაცემისა და მომსახურების მიწოდების წესები
1. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდების მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით ხელმისაწვდომობას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში, განმცხადებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობის შესაბამისი პერიოდი
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 61, №315, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016814 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4240656/muxli-61/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია