1. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების მიღება, შეზღუდული წარმადობის პირობით, მუდმივად და უსასყიდლოდ არის შესაძლებელი. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა და იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით.

2. იურიდიული პირებისათვის ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება, ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებული პირობებით, შესაძლებელია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ერთჯერადად მიღების მინიმალური პერიოდია 30 კალენდარული დღე.  დღის შერჩეული მონაკვეთის გარანტირებული წარმადობის მინიმალური პერიოდია 1 საათი. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების 1 წამში მაქსიმალური გარანტირებული წარმადობაა 100 მოთხოვნ